aa ბბბ

სკაუტინგი მსოფლიოში

სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია

   ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მოხალისეთა არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ისტორია 1907 წლიდან იწყება და ამჟამად 164 ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაციის 40 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს. ორგანიზაცია 6 რეგიონადაა დაყოფილი: აფრიკა, არაბეთი, აზია_წყნარი ოკეანე, ევრაზია, ევროპა, ჩრდილოეთსამხრეთ ამერიკა. საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია შედის ევრაზიის რეგიონში. სკაუტინგი ღიაა ყველასათვის, ვინც ეთანხმება მოძრაობის პრინციპებს, მიზნებსა და მეთოდოლოგიას, მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.

მსოფლიო კონფერენცია

     სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენცია არის მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მთავარი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. აქ იკრიბებიან ყველა ნაციონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ასოციაციები მსოფლიო კონფერენციაზე წარადგენენ 6 დელეგატს. კონფერენცია იხილავს სკაუტინგის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს და გეგმებ. კონფერენციის ერთ-ერთი ფუნქციაა, აირჩიოს მსოფლიო კომიტეტის შემადგენლობა, მიიღოს წევრად ახალი ქვეყანა, გადაწყვიტოს მსოფლიო ღონისძიებების ჩატარების ადგილი, მათ შორის მსოფლიო სკაუტური ჯემბორის, მუტისა და ახალგაზრდული ფორუმის.

მსოფლიო კომიტეტი

      სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტი არის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს მსოფლიო კონფერენციაზე მიღებულ რეზოლუციას.

     კომიტეტი შედგება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 12 წევრისაგან, რომელსაც ფარული კენჭის ყრის საფუძველზე 6 წლით ირჩევს სკაუტური მოძრაობის მსოფლიო კონფერენცია. 2008 წლის მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან არჩეული კომიტეტის წევრები 6 წლის ნაცვლად აირჩევიან 3 წლით.

მსოფლიო ბიურო

     მსოფლიო ბიურო ასრულებს მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოს ფუნქციას. მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ნიშნავს მსოფლიო კომიტეტი. იგი არის ორგანიზაციაში მთავარი აღმასრულებელი და მსოფლიო ბიუროს მეთაური. ბიურო მეთვალყურეობას უწევს მსოფლიო კონფერენციის მიერ დასმული ამოცანების განხორციელებას, უზრუნველყოფს სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა ღონისძიების ორგანიზებას, დახმარებას უწევს ნაციონალურ ასოციაციებს სკაუტინგის განვითარებაში.

     ბიურო პირველად შეიქმნა 1920 წელს ლონდონში (ინგლისი), 1959 წელს ფუნქციონირება განაგრძო ოტავაში (კანადა), ხოლო 1968წლიდანდღემდეიგიმდებარეობსჟენევაში (შვეიცარია).

 

მსოფლიო ჯემბორი, მუტი, ჯოტა, ჯოტი

     ჯემბორი არის სკაუტების საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც 4 წელიწადში ერთხელ ატარებს სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯემბორის ჩატარების ადგილს ირჩევს მსოფლიო კონფერენცია. ეს არის დაუვიწყარი დღეები მათთვის, ვისაც მიეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. უამრავი საინტერესო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა სკაუტების ცოდნისა და უნარების გამოსავლენად.

    მეგობრობის ეს ზეიმი 1920 წლიდან ტარდება. ეს იყო პირველი ჯემბორი ბადენ პაუელის ინიციატივით. მსოფლიოს “მთავარმა სკაუტმა”მაშინთქვა: “ამ შეხვედრაზე ყველა ბედნიერია იმიტომ, რომ თითოეული გამსჭვალულია სკაუტური ძმობის სულისკვეთებით, რაც შემდგომში მათი განვითარების საწინდარია”. ბევრი ნაციონალური ორგანიზაცია ატარებს ადგილობრივ ჯემბორის და სტუმრად იწვევს სკაუტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

    2007 წელს ინგლისში გამართული ჯემბორი მიეძღვნა სკაუტინგის დაარსების 100 წლისთავს, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა ქვეყნის 40000 სკაუტი. ამ დაუვიწყარ შეკრებაზე საქართველოს სკაუტებს წარმოადგენდა 12 კაციანი დელეგაცია. მსოფლიო სკაუტური მუტი 1931 წლიდან ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობს 18–დან 26 წლამდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდა. ჯოტა მსოფლიო სკაუტების რადიო ფორუმია, სადაც ათასობით სკაუტი უკავშირდება ერთმანეთს, ხოლო ჯოტი მსოფლიოსკაუტების ინტერნეტ ფორუმია. ამ ვირტუალურ ფორუმებს ყოველწლიურად 500000-ზე მეტი ახალგაზრდა სტუმრობს.

 

aa ბბბ