aa ბბბ


 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროექტს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო  კონრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია- საქართველოს სკაუტები.

 

ბიზნეს იდეების კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები, რისთვისაც პირველ ეტაპზე ხდება პროგრამის განაცხადის ფორმის შევსება. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში.

 

თანადაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ბიზნეს იდეების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც სპეციალური განაცხადის ფორმის მეშვეობით ხდება იდეის აღწერა ხოლო სპეციალური ტრენინგის შემდგომ კი წარუდგენენ საკუთარ ბიზნეს გეგმებს პროგრამის  კომისიას.

 

ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები, ვისაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებსს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. ხოლო მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით.

 

პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე http://qartuli.ge/

მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროექტის ფეისბუქ გვერდი

მისამართი: იმერეთი, ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. N9

პროგრამის ცხელი ხაზი: 0431-25-55-74

 

 

aa ბბბ