2017 წლის ევროპის დღის კვირეულის ფარგლებში საქართველოს სკაუტების ორგანიზებით ქუთაისში თამაში "ჩემი ევროპული თავგადასავალი" გაიმართა. მასში მონაწილეობა 15 სკოლის 150-მა მოსწავლემ მიიღო.
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი (SBDP) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ოჯახების ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობის ამაღლებას მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე სოფლებში დამწყები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და პროექტის პირველ ფაზაში მხარდაჭერილი ბიზნესებისთვის გაფართოების შესაძლებლობათა შექმნის გზით.
პროექტის განხორციელების პერიოდი 2012-2015წ.
\"მშვიდობიანი თანაცხოვრების დრო\" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ \"მშვიდობის მაცნეების\" (Messengers of Peace) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2013 წელს განხორციელდა.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო გარემოს დაცვის პოპულარიზაცია ევრაზიის რეგიონის ახალგაზრდებს შორის.
\"სკაუტები ახალგაზრდებს შორის ძალადობის წინააღმდეგ\" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ \"Messengers of Peace\" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია და ითვალისწინებს თბილისის კერძო სკოლებში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და თბილისის სკაუტებმა გაიარეს ტრენინგები ლიდერობასა და კონფლიქტების მედიაციაში, განახორციელეს მცირე აქტივობები ძალადობის თემაზე (დისკუსიები, დებატები, გამოფენები, კონკურსები), დადგეს სპექტაკლი და მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო ბანაკში.
ერთიანობა მრავალფეროვნებაში - \"საქართველოს სკაუტებისა\" და \"შვეიცარიის სკაუტების\" 5 წლიანი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიის სკაუტურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კულტურულ გაცვლასა და საქართველოში სკაუტინგის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა სახის გაცვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები: ტრენინგები, ბანაკები და სამუშაო ვიზიტები.
"ზრდასრულები სკაუტინგში" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ "მშვიდობის მაცნეების" (Messengers of Peace) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთწლიანი პროექტია, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის დეკემბერში დასრულდა.
პროექტის მიზანია "საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში" ზრდასრულების ჩართულობის მდგრადი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების (SCPX) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს
„საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“.
პროექტის მიზანი: „ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება “BP”-სა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების არეალში მოხვედრილ სამიზნე თემებს შორის, ამ თემებში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოს შექმნის გზით“.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა:
პროექტი \\\\\\\"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა\\\\\\\" განხორციელდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში (2013წ. მაისი -2015 წ. მაისი)
ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის
2010 - 2012
პროექტი ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებში.
პროგრამა განახორციელა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ“, პარტნიორ ორგანიზაცია „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრთან“ ერთად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს 15 რაიონის (მცხეთა, გარდაბანი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ლანჩხუთი, აბაშა) 44 სოფლის სკოლაში.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა: