სსმო -ს მისიაა ხელი შეუწყოს ახალი თაობის შესაძლებლობების გამოვლენას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, მენტალური და სოციალური კუთხით პოტენციალის განვითარების გზით და ამით პოზიტიური წვლილი შეიტანოს უკეთესი საზოგადოების და მსოფლიოს შექმნაში.
სსმო-ს საქმიანობა ემყარება დემოკრატიას და ნებაყოფლობითობას და აერთიანებს საქართველოს მაცხოვრებლებს, რომლებიც ცნობენ სსმო-ს წესდებასა და პროგრამას.სსმო-ს წევრი შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ფიზიკური პირი, განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობისა, რომელიც აღიარებს ხსენებულ წესდებას და მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საქმიანობაში.
საქართველოს სკაუტები არის ერთი გუნდი, რომელიც აერთიანებს ყველა ასაკის დამოუკიდებელ, კომუნიკაბელურ, დინამიკურ ადამიანებს, მათ აქვთ ნებისმიერ გარემოში ადაპტაციის უნარი, არიან ძლიერები და სურთ მეტი წარმატება.