სამხრეთ კორეა 2023 წლის მსოფლიო ჯემბორის მასპინძელი კანდიდატი ქვეყანაა.
2017 წლის 2–6 ივნისს, ჯემბორისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასში მონაწილეობას 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ლიდერმა –სოფო ლეკიშვილმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კორეის სკაუტურმა ასოციაციამ მონაწილეებთან ერთად განიხილა 2023 წლის ჯემბორისთვის მზადების პროცესი, დაგეგმილი სამუშაოები. მონაწილეებმა დაათვალიერეს საბანაკე ტერიტორია და თავის თავზე გამოსცადეს ბანაკისთვის დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა. შეხვედრა მოიცავდა კორეის კულტურის გაცნობასაც.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს თავიანთი ხედვები მომავალ ბანაკთან დაკაშირებით, სამუშაო ჯგუფს გაუზიარეს იდეები და რეკომენდაციები.