aa ბბბ

ვაკანსია

 

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, საქართველოს სკაუტები აცხადებს ვაკანსიას გენერალურ მდივნის  პოზიციაზე. 

აუცილებელი მოთხოვნები:

·         მოხალისეობის სურვილი;

·         უმაღლესი განათლება;

·         ხელმძღვანელ პოზოციაზე მუშაობის და სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება ;

·         ინგლისური და რუსული ენების გამართული ცოდნა;

·         კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         ინფორმაციის სწრაფი გაანალიზების უნარი;

·         არანორმირებული გრაფიკით მუშაობისთვის მზადყოფნა;

·         სამსახურეობრივი მივლინებებისთვის მზადყოფნა;

·         აუცილებელია კანდიდატი გამოირჩეოდეს ინიციატივისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.


უნარ-ჩვევები:

**ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;

ფუნქცია-მოვალეობები:

·         სხვადასხვა კომიტეტების მუშაობის უზრუნველყოფა და მათი მართვა;

·         კომიტეტებსშორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

·         საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის გამგეობასთან ანგარიშვალდებულობა;

·         სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, შემუშავება, მართვა;

·         დონორებთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის განვითარების საკითხებზე;

·         სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო ურთიერთობა;

·         ორგანიზაციის იმიჯზე და ცნობადობაზე ზრუნვა

·         ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;

·         ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის განსაზღვრა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა 2018 წლის 13 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: sme@scout.ge 

subject_ში მიუთითეთ \"გენერალური მდივანი\".
aa ბბბ