aa ბბბ

მეწარმე მოსწავლეების შეხვედრა ადგ. თვითმმართველობის წარმომადგენელთან

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით მუშაობს ადვოკატირების კამპანიაზე\"მეწარმე მოსწავლეები\". კამპანიის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან პაატა კლდიაშვილთან, რომელიც ახალგაზრდებს თვითმმართველობის მიერ ბიზნესის მხარდაჭერის ფორმებზე, მექანიზმებზე და ბოლო პერიოდში გატარებულ ინოვაციურ მიდგომებზე ესაუბრა

მომავალი მეწარმეებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილზე სერვისების მომწოდებელი სახელისუფლო ინსტიტუციის შესახებ ნათელი წარმოდგენის ფლობა. მით უფრო, რომ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაზეა დამოკიდებული ხელსაყრელი გარემოს შექმნა ბიზნეს იდეების ფორმირებისა და მათი წარმატებით განხორციელებისათვის

\"მეწარმე მოსწავლეები\" აერთიანებს მოსწავლეებს იმერეთის რეგიონის - თეჯოლის, კვახჭირის,კუხის და ქუთაისის სკოლებიდან. 

ადვოკატირების კამპანიის #მეწარმემოსწავლეები ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. (CDI) World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. 

 

 

 

aa ბბბ