aa ბბბ

მეწარმე მოსწავლეები

 

ააიპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას „მოსწავლე მეწარმეები“.

 

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ:

 

 

  1. დაესწრონ ზოგადი მეწარმეობის თემაზე ტრენინგებს.
  2. იმუშაონ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ მოქმედ მეწარმეებთან ერთად, რათა პრაქტიკულად გაიზიარონ მეწარმეების გამოცდილება
  3. ესტუმრონ საქართველოს ტექნოპარკს, სადაც ინფორმაციას მიიღებენ იმ ტექნიკური მხარდაჭერის, პირველადი პროტოტიპების შექმნისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რასაც ბიზნესის საწყის ეტაპზე სახელმწიფო მეწარმეს სთავაზობს.
  4. შეიქმნება მოსწავლე მეწარმეების აქტიური ქსელი, რომელიც მიიღებს მუდმივად განახლებად ინფორმაციას მეწარმეებისთვის მხარდამჭერი პროგრამების პოტენციური პარტნიორებისა და დონორების შესახებ.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: ადვოკატირების კამპანიის საგანმანათლებლო კომპონენტში ჩართვა შეუძლია იმერეთის რეგიონში მოქმედ ყველა სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეს.

მონაწილეების შესარჩევად ჩატარდება კონკურსი: საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე (sme@scout.ge) გამოგზავნეთ თქვენი სამოტივაციო ვიდეო, სადაც დაასაბუთებთ/აღწერთ,  თუ რატომ გსურთ ადვოკატირების კამპანიაში ჩართვა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შეძენა. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა:  28 ოქტომბერი.

ადვოკატირების კამპანიის „მოსწავლე მეწარმეები“ ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - CDI. (CDI) World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

aa ბბბ