aa ბბბ

მოსწავლე მეწარმეები

ყველა ადამიანს აქვს არაფრისგან რაღაცის შექმნის უნარი - სწორედ ამ რწმენით დავგეგმეთ და განვახორციელეთ 2018 წლის იმერეთის სკაუტების ბანაკი.

საქართველოს სკაუტების მიერ ორგანიზებულ ბანაკში 14-17 წლის ქუთაისის სკოლების იმ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც სურთ შეიძინონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, აღიჭურვონ ემოციური ინტელექტითა და რისკის აღების უნარით, რათა შექმნან ახალი შესაძლებლობები, გამოიწვიონ ცვლილებები და მზად არიან ეს საკუთარი თავიდან დაიწყონ.

სკაუტური ბანაკის მონაწილეებმა, 5 დღის მანძილზე, ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოისმინეს მოხსენებები: პიროვნული განვითარებისა და გუნდური მუშაობის; ეკონომიკური მოდელებისა და იდეოლოგიების; ბაზრის კვლევისა და ფინანსური ანალიზის; ბიზნესგეგმის, ორგანიზაციის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის, განათლებისა და შრომის თავისუფლების თემებზე.

ბანაკის ხანგრძლივობა: 5 დღე, 3-7 ოქტომბერი.
მონაწილეების ასაკი: 14-17 წელი.
ბანაკის ადგილმდებარეობა: იმერეთი, კინჩხა. ბანაკში განთავსების პირობები: საველე - ცხოვრება კარვებში. სწავლების მეთოდი: სკაუტური - სწავლება საქმით;

სკაუტური ბანაკის "მოსწავლე მეწარმეები" ფინანსური მხარდამჭერია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 

https://www.youtube.com/watch?v=eoMJ-qzeFvE

aa ბბბ