aa ბბბ


მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი (SBDP) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ოჯახების ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობის ამაღლებას მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე სოფლებში დამწყები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და პროექტის პირველ ფაზაში მხარდაჭერილი ბიზნესებისთვის გაფართოების შესაძლებლობათა შექმნის გზით.

პროექტის განხორციელების პერიოდი 2012-2015წ.

 

\"მშვიდობიანი თანაცხოვრების დრო\" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ \"მშვიდობის მაცნეების\" (Messengers of Peace) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც  2013 წელს განხორციელდა.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო გარემოს დაცვის პოპულარიზაცია ევრაზიის რეგიონის ახალგაზრდებს შორის.

\"სკაუტები ახალგაზრდებს შორის ძალადობის წინააღმდეგ\" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ \"Messengers of Peace\" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია და ითვალისწინებს თბილისის კერძო სკოლებში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და თბილისის სკაუტებმა გაიარეს ტრენინგები ლიდერობასა და კონფლიქტების მედიაციაში, განახორციელეს მცირე აქტივობები ძალადობის თემაზე (დისკუსიები, დებატები, გამოფენები, კონკურსები), დადგეს სპექტაკლი და მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო ბანაკში.

ერთიანობა მრავალფეროვნებაში - \"საქართველოს სკაუტებისა\" და \"შვეიცარიის სკაუტების\" 5 წლიანი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიის სკაუტურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კულტურულ გაცვლასა და საქართველოში სკაუტინგის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა სახის გაცვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები: ტრენინგები, ბანაკები და სამუშაო ვიზიტები.

 

"ზრდასრულები სკაუტინგში" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ "მშვიდობის მაცნეების" (Messengers of Peace) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთწლიანი პროექტია, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის დეკემბერში დასრულდა.
პროექტის მიზანია "საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში" ზრდასრულების ჩართულობის მდგრადი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება.

 

 

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების (SCPX) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს 
„საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“.

პროექტის მიზანი: „ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება “BP”-სა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების არეალში მოხვედრილ სამიზნე თემებს შორის, ამ თემებში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოს შექმნის გზით“.

 

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა:

  1. მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტი
  • მცირებიზნესის პროექტების კონკურსი სამიზნე კორპუსებში, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ შეირჩა 12 (5 პირველ წელს და 7 მეორე წელს) საუკეთესო განაცხადი და თითოეული გამარჯვებული კონკურსანტი, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, მათი თანადაფინანსების აუცილებელი პირობით, მიიღებს1,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს (ლარის შესაბამისი კურსით), რაც საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ შეადგენს 1200 აშშ დოლარს (ლარის შესაბამისი კურსით);
  • ბიზნესისგანაცხადის შედგენის ტრენინგები კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 22 კანდიდატისთვის (10 პირველ წელს და 12 მეორე წელს);
  • ბიზნესისმართვისა და ფინანსური მენეჯმენტის  ტრენინგები კონკურსში გამარჯვებული 12 კანდიდატისთვის (5 პირველ წელს და 7 მეორე წელს);
  • წამოწყებული ბიზნესების მონიტორინგი და კონსულტაციები ბიზნესის განვითარების საკითხებში;
  1. ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტი
  • ლიდერობის, გარემოსდაცვითი და პროექტის ციკლის მართვის ტრენინგები სამიზნე სკოლების მოსწავლეებისთვის;
  • ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბება სამიზნე სკოლებში;
  • მსოფლიო სკაუტური გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელება;
  • მცირე საგრანტო კონკურსი სამიზნე სკოლების ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 4 მცირე პროექტი, თითო - 500 აშშ დოლარის ოდენობის(ლარის შესაბამისი კურსით);
  • საზაფხულო სკაუტური ბანაკები, სადაც მონაწილეობას მიიღებს 60 ახალგაზრდა (20 პირველ წელს და 40 მეორე წელს) სამიზნე სკოლებიდან.

პროექტი \\\\\\\"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა\\\\\\\" განხორციელდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში (2013წ. მაისი -2015 წ. მაისი)

 

 

ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის
2010 - 2012

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებში.
პროგრამა განახორციელა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ“, პარტნიორ ორგანიზაცია „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრთან“ ერთად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს 15 რაიონის (მცხეთა, გარდაბანი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ლანჩხუთი, აბაშა) 44 სოფლის სკოლაში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა:

  • სკოლების მიერ შერჩეული ერთი ოთახის რეაბილიტაცია,
  • 88 ახალგაზრდამ (თითო სკოლიდან 2 მოსწავლე) გაიარა ლიდერობისა და  მსოფლიო გარემოსდაცვითი პროგრამის 4 დღიანი ტრენინგი;
  • მომზადებულმა ლიდერებმა შექმნეს ახალგაზრდული ჯგუფები და განახორციელეს გარემოსდაცვითი საქმიანობა თემებში;
  • მსოფლიო გარემოსდაცვითი პროგრამის საფუძველზე სკოლებში გავრცელდა და დაინერგა როგორც გარემოსდაცვითი მცნებები, ასევე ნავთობსადენის უსაფრთხოების ოპერაციების საფუძვლები და ზოგადად ენერგო-უსაფრთხოების პრინციპები;
  • 500-მა მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდამ გაიარა პიროვნული განვითარების 4 დღიანი კურსი;
  • პიროვნული განვითარების კურსგავლილი მოსწავლეების ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა ჯგუფებმა შეიმუშავეს მცირე საგრანტო განაცხადი და განახორციელეს 44 პროექტი პირველ წელს და 15 პროექტი მეორე წელს;
  • 180-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში;
  • სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაიარეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
aa ბბბ