aa ბბბ

ლაშქრობა თერჯოლაში

საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ, იმერეთის სამხარეო განვითარების გრანტიორი ორგანიზაცია Youth2Georgia- ს თხოვნით ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სასკოლო კლუბის ახალგაზრდებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლაშქრობა გამართა.

ლაშქრობის მონაწილეებმა თავდაპირველად საგვარჯილეს გამოქვაბული და ძევრის სტრუქტურული რელიეფი მოინახულეს, სადაც მათ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი - მანუჩარ ფანჩულიძე და თერჯოლის ტურიზმის სამსახურის უფროსი გიგა კუბლაშვილი მასპინძლობდნენ.

ლაშქრობის შემდეგ დავით და სერგო კლიდაშვილების სახლ-მუზეუმში გადავინაცვლეთ. მწერლების შემოქმედებისა და მუზეუმში მოკლე ექსკურსი საგანამანათლებლო კომპონენტით გავაგრძელეთ, რა დროსაც, სკოლის მოსწავლეებს ჯერ ანა შალიკიანი ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ, მოგვიანებით კი ქრისტინე მაღლაკელიძემ გააცნო ლაშქრობის უპირატესოსბები და მისი უსაფრთხოდ დაგეგმვის ტექნიკები.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ორგანიზაცია მადლობას უხდის Youth2Georgia- ს საინტერესო წინადადებისთვისა და თანამშრომლობისთვის.

 

aa ბბბ