CDI SCPX Rustavi
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა  

ხორციელდება სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში

Community Development Initiative  

 Implemented within South Caucasus Pipeline Expansion (SCPX) Project

მაისი, 2013 - მაისი, 2015



პროექტი "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების (SCPX) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს 
საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“.

პროექტის მიზანია: „ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება “BP”-სა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების არეალში მოხვედრილ სამიზნე თემებს შორის, ამ თემებში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოს შექმნის გზით“.

პროგრამა ორწლიანია და დასრულდება 2015 წლის მაისში.

პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა რუსთავის მე-18 მიკრორაიონის ოთხივე კორპუსისა და მე-19 მიკრორაიონის № 4, 7, 9 და 23 კორპუსების მოსახლეობის მიერ მცირე ბიზნესის წამოწყებას და რუსთავის №10 და №28 სკოლების მოსწავლე ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა:

1.   მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტი 

·       მცირე ბიზნესის პროექტების კონკურსი სამიზნე კორპუსებში, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ შეირჩევა 12 (5 პირველ წელს და 7 მეორე წელს) საუკეთესო განაცხადი და თითოეული გამარჯვებული კონკურსანტი, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, მათი თანადაფინანსების აუცილებელი პირობით, მიიღებს1,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს (ლარის შესაბამისი კურსით), რაც საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ შეადგენს 1200 აშშ დოლარს (ლარის შესაბამისი კურსით);

·       ბიზნესის განაცხადის შედგენის ტრენინგები კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 22 კანდიდატისთვის (10 პირველ წელს და 12 მეორე წელს);

·       ბიზნესის მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის  ტრენინგები კონკურსში გამარჯვებული 12 კანდიდატისთვის (5 პირველ წელს და 7 მეორე წელს);

·       წამოწყებული ბიზნესების მონიტორინგი და კონსულტაციები ბიზნესის განვითარების საკითხებში;

2.   ახალგაზრდებისუნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტი

·       ლიდერობის, გარემოსდაცვითი და პროექტის ციკლის მართვის ტრენინგები სამიზნე სკოლების მოსწავლეებისთვის;

·       ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბება სამიზნე სკოლებში;

·       მსოფლიო სკაუტური გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელება;

·       მცირე საგრანტო კონკურსი სამიზნე სკოლების ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 4 მცირე პროექტი, თითო - 500 აშშ დოლარის ოდენობის(ლარის შესაბამისი კურსით);

·       საზაფხულო სკაუტური ბანაკები, სადაც მონაწილეობას მიიღებს 60  ახალგაზრდა (20 პირველ წელს და 40 მეორე წელს) სამიზნე სკოლებიდან.

პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციისა“ და პროექტის  მობილიზატორს ან ორგანიზაციის ოფისს.

ოფისი

თბილისი,  ჩაიკოვსკის ქ. 12

ტელ./ფაქსი: 2 997122, ელ-ფოსტა: sbdp@scout.ge

მობილიზატორები

ბიზნეს-კომპონენტი: სალომე მაშვნიაშვილი, ტელ.: 598 170490, ელ-ფოსტა: salomecdi@scout.ge

ახალგაზრდული კომპონენტი: ბორის გელაშვილი, ტელ.: 551 767255, ელ-ფოსტა: boriscdi@scout.ge