aa ბბბ

სსმო SGS-ის საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი მოიპოვა

2015 წლის დეკემბერში საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ მიიღო SGS-ის საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან არის შესაბამისობაში და ამავდროულად, აკმაყოფილებს GSAT-ით გაწერილ მოთხოვნებს.
GSAT წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც, შემუშავდა SGS-ის მიერ სპეციალურად სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციათა მიმართ არსებული მოთხოვნების გაერთიანების საფუძველზე და კარგი მართვისა და მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით . დოკუმენტში გაწერილ სტანდარტებთან ნაციონალური ორგანიზაციების საქმიანობის შესაბამისობის დასადგენად, ყოველწლიურად მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია უზრუნველყოფს სსმო-ების აუდიტორულ შემოწმებას გარეშე მხარის მიერ, როგორც წესი, SGS-ის აუდიტორთა ჯგუფის მეშვეობით.
2015 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ სერთიფიკატის ვადა სამი წლით - 2018 წლის 29 ნოემბრამდეა განსაზღვრული.

 

aa ბბბ