aa ბბბ

როგორ დავგეგმოთ ლაშქრობა

 

ლაშქრობა სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა, რაც ბუნებაში ფეხით სიარულს უკავშირდება, როგორც წესი სიამოვნებისთვის, ან წვრთნისთვის.

ლაშქრობის უპირატესობებით სრულად და  უსაფრთხოდ სარგებლობა რომ შეძლოთ, მნიშვნელოვანია, იცნობდეთ და პასუხობდეთ იმ გამოწვევებს, რაც უშუალოდ ლაშქრობასთანაა დაკავშირებული.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

 

 

ლაშქრობის ლიდერი

ლაშქრობა - ეს არის ჯგუფური აქტივობა. რომლის წარმატებულობა გუნდური მუშაობის შედეგია. ლაშქრობის ლიდერი უნდა იყოს გამოცდილი მოლაშქრე, შესაბამისი უნარებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ლაშქრობას. მათ შორის ჯგუფის წევრების მომზადებას, კოორდინირებასა და ლაშქრობის გეგმის შედგენას. ლაშქრობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, ჯგუფის წევრები, საკუთარი და ჯგუფის დანარჩენი წევრების შესაძლებლობების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას. მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომაროება, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება, ფიზიკური მომზადება, გამოცდილება.

ნუ შეიქმნით გადაჭარბებულ წარმოდგენას ჯგუფის წევრების შესაძლებლობების შესახებ.

ლაშქრობის ლიდერი პასუხისმგებელია ჯგუფი ლაშქრობისთვის მოამზადოს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ლაშქრობის ლიდერი არის ნავიგატორი, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფის წევრების როლებსა და ფუნქციებს. გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლიდერი. ლიდერმა ყველა მნიშვნელოვანი დავალების დროს უნდა უზრუნველყოს ჯგუფის წევრების ჩართულობა.

ლაშქრობის დაგეგმვის შემდეგ ჯგუფის წევრები წინასწარ უნდა ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას ლაშქრობის მარშრუტის, მდებარეობის, ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნების ჯგუფი მიგყავთ, ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს ყველა დაინტერესებულ პირი (მშობლები, პედაგოგები, მეურვეები)

ლაშქრობის ყველა მონაწილე უნდა ფლობდეს ინფორმაციას სალაშქრო ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამაშველო სადგურებზე, როგორიცაა პოლიციის განყოფილება ან სამედიცინო პუნქტი.

ნებისმიერი სირთული ლაშქრობისას აუცილებელია ჯგუფს ჰყავდეს პირველად დახმარებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირველადი დახმარების გაწევასა და იზრუნებს ლაშქრობის მონაწილეების ჯანმრთელობაზე. ის აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი დახმარების ყუთითა და საჭირო მასალებით. მან უნდა აკონტროლოს ლაშქრობის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გზაზე და თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობს, აცნობოს ლაშქრობის ლიდერს.

ლაშქრობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ დრო მოულოდნელი შეფერხებისთვის - შესაძლოა ჯგუფის წევრს ან წევრებს დასვენება დასჭირდეთ, ან კიდევ რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი საჭიროება გაჩნდეს.

 

აღჭურვილობა

ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობაა: ზურგჩანთა, ფეხსაცმელი, კარავი, პარალონი, საძილე ტომარა; თავისუფალი ტანსაცმელი. ამ ჩამოთვლილი მატერიალების ზომა, სისქე, დათბილვა ლაშქრობის ხანგრძლივობაზე, ამინდსა და ზოგადად გარემოზეა დამოკიდებული. ასევე დაგჭირდებათ, გამოსაცვლელი ტანისამოსი და ფეხსაცმელი. საწვიმარი, სანათი, გაზქურა,მეტალის ჭურჭელი.

საკვები: ლაშქრობის დროს საკვები უნდა იყოს წონით მსუბუქი და მაღალკალორიული. სასურველია საკვები არ იყოს მარილიანი და ძალიან ტკბილი - წყურვილის გრძნობას გაგიძლიერებთ.

ამინდი:

ლაშქრობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი ინფორმაცია გქონდეთ ამინდის შესახებ. ამინდის მიხედვით, შესაძლოა შეიცვალოს აღჭურვილობა, ჩაცმულობა და  ლაშქრობის მარშრუტიც კი. ცხელი ამინდის დროს მაღალია დეჰიდრატაციის საფრთხე. რისი თავიდან აცილებისთვისაც აუცილებელია მიიღოთ საჭირო რაოდენობით სასმელად ვარგისი წყალი.

თუ მოულოდნელად ამინდი გაუარესდება საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ შეაჩეროთ ლაშქრობა და თავი შეაფარეთ უსაფრთხო ადგილს.

მოჭარბებულმა სიმშვიდემ, შესაძლოა გამოიწვიოს რაიმე ინციდენტი.

თუ ლიდერი ლაშქრობის გეგმის ცვლილებას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ამის შესახებ ჯგუფის წევრებს.

 

ლაშქრობის დროს:

ჯგუფი ყოველთვის უნდა იყოს ერთად. არ დაუშვათ რომელიმე წევრს ჩამორჩენა ან დატოვება. დროდადრო შეამოწმეთ წევრების ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა.

შეეცადეთ, მუდმივად შეინარჩუნოთ სიჩქარე. არ იაროთ ძალიან სწრაფად, ან ნელა. ზოგადად, ლაშქრობის დროს რეკომენდირებულია დღეში 15 კმ-ის გავლა.

თუ სალაშქრო ადგილი თქვენთვის ნაცობი არ არის, სასურველია დატოვოთ რაიმე მონიშვნა/ნიშანი თქვენთვის. ეს დაგეხმარებათ მიჰყვეთ თქვენ გეგმას და აცდენის შემთხვევაში მარტივად დაუბრუნდეთ მას.

გაითვალისწინეთ და დაემორჩილეთ ყველა გამაფრთხილებელ ნიშანს.

გამგზავრებამდე:

შეამოწმეთ ყველაფერი ხომ ნამდვილად ლაშქრობის გეგმის მიხედვითაა.

შეამოწმეთ, ლაშქრობის მონაწილე ყველა წევრს აცვია თუ არა ლაშქრობის შესაბამისად.

გამგზავრებამდე დარწმუნდით, ჯგუფის ყველა წევრი ხომ კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ამინდი. თუ რაიმე საფრთხეს გრძნობთ - გააუქმეთ ლაშქრობა.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ლაშქრობის დროს ინციდენტების თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის ლაშქრობის ფრთხილად და ყურადღებით დაგეგმვა.

ლაშქრობის წარუმატებლობის მიზეზი არ არის “ცუდი იღბალი” ამის მიზეზი შეიძლება იყოს, არასათანადო მომზადება, გაუფრთხილებლობა, ამინდის და რელიეფის იგნორირება.



ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

 

გამოყენებული წყაროები და სასარგებლო რესურსი ინტერნეტში:

http://hiking.gov.hk/eng/gear/gear.htm

https://www.about.ge/ka/blog/?postId=57

http://mountains.ge/

aa ბბბ