aa ბბბ

ლაშქრობა რიონის მარჯვენა სანაპიროზე

უქმეებზე სკაუტებმა და მოხალისეებმა რიონის მარჯვენა სანაპირო დავლაშქრეთ - ვეწვიეთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს და გუმათჰესზე ნავებით გავისეირნეთ. ბოტანიკური ბაღის შესახებ მცირე ინფორმაციული ექსკურსის შემდეგ თოვლის გუნდებით ვითამაშეთ ვიჟრიამულეთ და ვიჟივილხივილეთ. ბოტანიკურ ბაღზე მიწოდებული ფაქტობრივი ცნობების დამახსოვრება ადგილზე მცირე კონკურსით შევამოწმეთ და განსაკუთრებით სხარტმა მონაწილეებმა საჩუქრად Discovery education _ის წიგნები მიიღეს. ბოტანიკური ბაღიდან გუმათჰესზე გავემართეთ, ნავში ჩავსხედით და კიდევ ერთი პატარა თავგადასავლისკენ ნიჩბები არასაინქრონულად, მაგრამ ენერგიულად მოვუსვით.

მეტი ფოტოებისთვის

 

aa ბბბ