CDI SCPX Rustavi

სამიზნე ჯგუფი იუმჯობესებს ბიზნეს შეთავაზების შემუშავების უნარებს


სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების (SCPX) პროექტის ფარგლებში განხორციელებული თემის განვითარების ინიციატივის(CDI) ერთ-ერთი ამოცანაა შესაძლებლობაზე ორიენტირებული პროცესის უზრუნველყოფა რუსთავის#18 და#19 მიკრო-უბნების მოსახლეობისთვის,რათა მოხდეს მცირე ბიზნესის განვითარება მათი საჭირო უნარ-ჩვევებით,ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვის გზით.

პირველი ამოცანის განხორციელების მიზნით დაგეგმილი აქტივობებიდან ერთ-ერთი იყო  ბიზნეს შეთავაზების შემუშავების ტრენინგი, რომელიც განკუთვილი იყო იმ კანდიდატებისთვის, რომელთა შერჩევაც მოხდა მცირე ბიზნესის პროექტის კონკურსის პირველ ტურში.ტრენინგის ორი დღის განმავლობაში,მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარები ბაზრის ანალიზის,პროდუქტის/მომსახურების ფასის,გაყიდვების პროგნოზის,რეკლამის,დისტრიბუციის და მარკეტინგის,შემოსავლის და ხარჯის,მოგება-ზარალის ბალანსის,ინვესტიციის გათვლის,ფულადი სახსრების ნაკადის და სხვ.საკითხებში.ტრენინგის მეთოდოლოგია მოიცავდა ლექციებს,კაზუსების შესწავლას,ჯგუფურ მუშაობასა და პრეზენტაციებს.

მონაწილეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ტრენინგით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიეცათ მეორე ტურისთვის განაცხადის გაკეთების და, ბოლოს, ბიზნეს-გრანტის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ უფრო მეტიც,რადგან ისინი გამოიყენებენ ცოდნას მცირე ბიზნესის დამოუკიდებლად დასაწყებად.

„CDI SCPX-ის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს-გრანტის კონკურსი ჩემთვის წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას იმის დასაწყებად,რასაც მე ვერ დავიწყებდი სხვისი დახმარების გარეშე.ჩემთვის ტრენინგი ბიზნეს-შეთავაზების დაწერაზე იყო შთამაგონებელი- მე ვისწავლე,რომ მეწარმედ გახდომა არის რაღაც უფრო ფართო ცნება,ვიდრე მხოლოდ ბიზნესის დაწყებაა.ამავე დროს,მე მივხვდი,რომ ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული ზუსტი გეგმისა და გათვლის გარეშე და რომ ნებისმიერი ბიზნეს იდეა შეიძლება კარგი იყოს მისი კარგად განხორციელების შემთხვევაში.“ - არჩილ აბესაძე,რუსთავის#19 მიკრო-უბნის მაცხოვრებელი.

 

ონლაინ კონფერენცია

2013 წლის ნოემბერში, რუსთავის #28 და #10 სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ კონფერენციაში - „რა გამიკეთებია ბუნებასთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის?“ ონლაინ კონფერენციას თბილისში ორგანიზება გაუკეთა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ“ და მასში ჩართული იყო დაახლოებით 20 ახალგაზრდა საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ახალგაზრდებმა განიხილეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ თავიანთ თემებში და ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები. მონაწილეებმა, თავიანთ ამხანაგებთან მეზობელი ქვეყნებიდან, გაცვალეს გარემოსდაცვითი სწავლების გამოცდილება, გაავარჯიშეს თავიანთი ენობრივი უნარები და შექმნეს კავშირები.

„სხვა ქვეყნებიდან ჩემს ამხანაგებთან საუბარი და იმის განხილვა, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი გარემოს დაცვას ძალიან საინტერესო იყო. თავიდან, მერიდებოდა საუბარი ენობრივი ბარიერის გამო, მაგრამ მოგვიანებით, გავაცნობიერე, რომ ჩემი ინგლისური საკმაოდ კარგია კომუნიკაციისთვის და გამოცდილების გაცვლისთვის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთქმედება ბევრ ახალ იდეას, ენთუზიაზმსა და მეგობრობას ბადებს. მოტივირებულნი ვართ, რომ მუშაობა ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის განვაგრძოთ.“ - აცხადებს მარიამ შუბითიძე, რუსთავის#10 სკოლიდან.

„გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ ლოკალურ ან ნაციონალურ დონეზე, არამედ, ასევე, საერთაშორისოზედაც; მე ეს გავაცნობიერე მაშინ, როდესაც ვსაუბრობდი ახალგაზრდებთან მეზობელი ქვეყნებიდან. აგრეთვე, კარგი იყო ონლაინ კონფერენციის შემდეგ დარჩენა და ჩვენი საქმიანობის და პროექტების განხილვა ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებიდან არიან. ისინიც, ასევე, კარგ საქმეს აკეთებენ სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ შევიტყვეთ წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებისა და სოფლების ნორიოსა და მარტყოფის მიკრო საგრანტო პროექტების წარმატებული შემთხვევების შესახებ. რა მაგარი საქმეა გაკეთებული.“ - ამბობს სანდრო გოგიჩაიშვილი, რუსთავის #28 სკოლიდან.

 

ახალგაზრდები დიდი იმედებით - კურდღლების ფერმა რუსთავში


არჩილ აბესაძემ და მიხეილ მიმინოშვილმა თავისი ჯგუფური ბიზნესი CDI SCPX პროექტის ფარგლებში დაიწყეს. მათ მოაწყვეს კურდღლის ფერმა. თავიდან, შეისყიდეს 30 კურდღელი და შემდეგ, ორ თვეში, 120-მდე გაამრავლეს. ისინი გეგმავენ ფერმის გაფართოებას და კურდღლების სტაბილურ მომმარაგებლებად გახდომას.

„ამ პროექტმა ჩვენ მოგვცა შანსი დაგვეწყო საკუთარი ბიზნესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესწავლა მისი მართვა. ტრენინგები ძალიან სასარგებლო იყო, ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ფინანსურად დამოუკიდებლად გახდომა ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა.“ - აღნიშნავს არჩილ აბესაძე.

„მე მიყვარს კურდღლები. ისე მსიამოვნებს კურდღლების ფერმაზე ზრუნვა, ეს მმატებს დიდ ენერგიასა და ოპტიმიზმს, ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება მხოლოდ პროექტის CDI SCPX ფარგლებში.“ - აცხადებს მიხეილ მიმინოშვილი.