SCOUTING LIFE IN NATURE

ბუნებაში მოგზაურობამდე

უფროს ლიდერთან ერთად მოკლე ვადიანი ლაშქრობის დაგეგმვა შენც შეგიძლია. ამისათვის საჭიროა იცოდე:

სად მიდიხარ?

ლაშქრობა შეიძლება მოეწყოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ადგილმდებარეობა წინასწარ დაადგინე. დარწმუნდი, რომ იპოვი კარვის გასაშლელად შესაფერის ვაკე ადგილს, რომლის გეგმაც უფროს ლიდერთან შეათანხმე.

ადგილი იმის მიხედვით უნდა შეარჩიო, თუ რამდენი დღით აპირებ გამგზავრებას და რომელ ტრანსპორტს აირჩევ.

რამდენი სკაუტი იქნება ჯგუფში.

სკაუტების რაოდენობით გაითვალისწინებ აღჭურვილობას. იგი თანაფარდობაში უნდა იყოს სკაუტების რიცხვთან.

როგორ დაბანაკდე?

ადგილმდებარეობის დაზუსტების შემდეგ, უპირველესად დაზვერე საკარვე და კოცონის დასანთები ადგილი.  შეამოწმე, დაბანაკების ადგილთან ახლოს არის თუ არა საკმარისი რაოდენობის სასმელი და სხვა მიზნებისათვის მოსახმარი წყალი.

დაასუფთავე ტერიტორია და უსაფრთხოების მიზნით კარვები კოცონისგან მოშორებით განალაგე.

შესაძლებელია, შერჩეულ ტერიტორიაზე აკრძალული იყოს ცეცხლის დანთება. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაიცვა წესი და გაუფრთხილდე ბუნებას.

დაიცავი კარავში ცხოვრების წესები, 

  • დააწყვე შენი ნივთები შესასვლელში, კარვის კედლებისგან მოშორებით, რომ წვიმისას არ დასველდეს;
  • მოათავსე საძილე ტომარა და პარალონი კარვის ძირითად ნაწილში;
  • ყოველთვის დახურე კარვის კარი, ღია შეგიძლია დატოვო მხოლოდ ბადე, რომ კარავი მწერებისა და პატარა ცხოველებისაგან დაიცვა;
  • არ შეიტანო საჭმელი;
  • არ აანთო ასანთი;
  • არ შეხვიდე ფეხსაცმლით;
  • დაიცავი სისუფთავე.

პირადი აღჭურვილობა

უფროსი ლიდერი და გამოცდილი სკაუტები დაგეხმარებიან აღიჭურვო პირადი ნივთებით საველე პირობებში საცხოვრებლად. 

 

ბანაკი

 

მილიონობით სკაუტს გამოუცდია კარავში ცხოვრება. ცივი და წვიმიანი ღამეები, აუტანელი სიცხე, დაღლილი, დამძიმებული ფეხები, ზურგჩანთისაგან ნატკენი ზურგი. მაგრამ არავის დავიწყებია ის საუკეთესო დრო, როცა ისწავლა, მოთმინებით და მტკიცედ გადალახოს ცხოვრებისეული სიძნელეები. ღია ცის ქვეშ გატარებულ ღამეებთან ერთად შენ ისწავლი გემრიელი საჭმლის მომზადებას, გახდები უფრო დაკვირვებულიდაორგანიზებული, უფრო მეტი გეცოდინება იმ მცენარეებისა და ცხოველების შესახებ, რომლებიც შენ გარშემო ცხოვრობენ. რაც მთავარია, უკეთ გაიცნობ მეგობრებსა და საკუთარ თავს. სკაუტისთვის აუცილებელ ბევრ სხვა ჩვევასთან ერთად ისწავლი, როგორ შეიძლება იმოგზაურო ბუნებაში ისე, რომ არ დატოვო დანაგვიანებული კვალი.

სკაუტური ცხოვრებისგან საკუთრებული ეტაპია – ცხოვრება სკაუტურ ბანაკში. ეს განსხვავდება ყველა სხვა სახის, (სპორტული, სამხედრო, ტურისტული) ბანაკისგან. ეს სკაუტური ცხოვრების განსაკუთრებული წესია. ნამდვილი სკაუტური ბანაკი სკაუტური სულისკვეთების საუკეთესო გამოხატულებაა.

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია _კ არვები, კოცონი, მეგობარი სკაუტები, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში სკაუტური ბანაკი ეს არის კარი მსოფლიო ბუნებაში, ადამიანურ დამოკიდებულებებში და უნარში შეიცნო საკუთარი თავი. ეს არ არის მხოლოდ თავისუფალი დროს გატარება.

სკაუტური ბანაკი შეიძლება შეადარო დიდ ხომალდს, სადაც გუნდისთვის არსებობს უამრავი საქმე, ვალდებულებები, თავგადასავლები, სპორტი და სხვა. შენ მოგიხდება ყველაფერი გააკეთო, ისიც კი, რაც არასოდეს გაგიკეთებია სახლსა და სკოლაში. არ შეიძლება თქვა: ”არგავაკეთებ;” ”არშემიძლია”. ეს არგუმენტები გაუმართლებელია. შენ უნდა მოინდომო, სცადო და დარწმუნდები, რომ შეძლებ. სკაუტური ბანაკი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა: ორდღიანი, ერთკვირიანი, ან უფროხანგრძლივი. როგორიც არ უნდა იყოს და რამიზნითაც უნდა მოეწყოს სკაუტური ბანაკი, იგი აუცილებლად ზედმიწევნით დაგეგმილი და ორგანიზებული უნდა იყოს.