YOUR SCOUT GROUP

პატრული

შენთვის აუცილებლად საჭიროა საკუთარი ძალები მოსინჯო იმ ბავშვების გვერდით, რომლებიც შენთან ერთად ჯგუფში მუშაობენ და რომელთაც ისეთივე ინტერესები, სურვილები, ოცნებები, მისწრაფებები გააჩნიათ, როგორც შენ. ჯგუფი გაძლევს შანსს, შეიძინო ახალი ჩვევები, შეისწავლო ახალი საქმეები, გაიჩინო ახალი მეგობრები. ჯგუფი საშუალებას გაძლევს იამაყო საკუთარი თავით, როცა შენ ახალ წარმატებებს აღწევ. შეძლებ კი შეასრულო ნებისმიერი საქმე არა მარტო შენთვის, არამედ სხვისთვისაც? შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვების მაგივრადაც?

სკაუტინგი _ ეს არის თანამოაზრეთა მოღვაწეობა მცირე ჯგუფებში. პატრულში თითოეულს თავისი განსაკუთრებულობა აქვს. თქვენ ყველანი განსხვავებულები ხართ. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? შენ ალბათ დაგაინტერესებს ამაზე პასუხი. აგერ უკვე მრავალი ათეული წელია სკაუტები ყოველთვის მუშაობენ მცირეჯგუფებში, რაც გულისხმობს 7_ 10 წევრისგან შემდგარ პატრულს. საკითხები ყველაზე კარგად წყდება ამ რაოდენობაში, ვინაიდან პირველ რიგში ეს მეგობრების ჯგუფია. ყველა პატრულს ჰყავს თავისი ლიდერი, რომელიც სრულწლოვანია. ეს ადამიანი ყველაფერში და ყველგან შენი დამხმარეა. მისი გამოცდილება საჭიროა იმისთვის, რომ ჯგუფის თითოეულმა წევრმა მიიღოს განსაზღვრული სკაუტური ცოდნა. შენი იგი უნდა მიგაჩნდეს, როგორც უფროსი, ჭკვიანი მეგობარი, რომელიც დაგეხმარება, რომ შენი სკაუტური ცხოვრება სასარგებლო და საინტერესო გახდეს.

პატრულში მუშაობისას შენ აუცილებლად შეიძენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა:

  • პატიოსნება;
  • შრომისუნარიანობა;
  • დისციპლინა;

გაგიუმჯობესდება:

  • ფიზიკური მდგომარეობა და ჯამრთელობა;
  • უკეთ გაიცნობ ბუნებას;
  • შეგიმუშავდება მოქალაქეობრივი მრწამსი;
  • ცხოვრებისეული უნარები.

შენთვის საინტერესო იქნება პატრულში დამოუკიდებლად ცხოვრება, რომელიც ხორციელდება წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებით.

არსებული ტრადიციის მიხედვით პატრულში ირჩევენ:

  • მამასახლისს;
  • ხაზინადარს;
  • მემატიანეს;
  • მზარეულს;
  • ფოტოგრაფს;
  • კულტურული პროგრამების ხელმძღვანელს.

პატრული ეხმარება სკაუტს, ისწავლოს მეგობრობა და გუნდური მუშაობა. არსებობს ძველი ტრადიცია ყველა პატრული ირჩევს და ირქმევს სახელს. როგორც წესი, პატრულის სახელწოდება დაკავშირებულია ბუნებასთან, მცენარეთა და ცხოველთა სახელებთან. სახელი უნდა გამოხატავდეს პატრულის ხასიათს, მიზნებს. პატრულს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ემბლემა, დროშა, მისალმება, სიმღერა.

სკაუტური პატრულის ქონება

დროთა განმავლობაში შენს პატრულს აუცილებლად დასჭირდება, ჰქონდეს საჭირო ნივთები. თუ თანხები გექნებათ,

ბუნებაში ცხოვრებისათვის შეიძენთ აუცილებელ აღჭურვილობას. ესენია:

  • კარვები, სხვადასხვა ზომის თოკები;
  • საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ჭურჭელი: ქვაბი, ტაფა, ჩაიდანი;
  • ნაჯახი, ხერხი;
  • ფარანი, საჭმლის მოსამზადებელი პატარა გაზქურა (სასურველია);
  • საველე აფთიაქი პირველადი დახმარების ყველა საჭირო ატრიბუტით;
  • კომპასი და რუკა.

და დამატებით ყველაფერი ის, რაც დაგჭირდებათ ღია ცის ქვეშ ცხოვრებისათვის.

ამ ქონების მოგროვებაში შეიძლება დაგეხმარონ მშობლები და უფროსი მეგობრები, ან თუნდაც, ნაციონალური ორგანიზაცია. აუცილებელია, შენს მეგობრებთან ერთად დაგეგმო, რა გჭირდებათ, რა რაოდენობით, სად შეინახავთ და ვინ იქნება პასუხისმგებელი პატრულის ქონების მოვლა - პატრონობაზე. როგორც წესი, ქონებაზე ძირითადი პასუხისმგებელია პატრულის მამასახლისი, თუმცა მისი ყველა წევრი მოვალეა მონაწილეობა მიიღოს მის მოვლაში.

სკაუტური პატრულის შეხვედრები

პატრული იკრიბება თვეში ერთხელ ან ორჯერ, შეხვედრების რაოდენობა დამოკიდებულია პატრულის გადაწყვეტილებაზე.

ყოველ შეხვედრას უნდა ესწრებოდეს ყველა წევრი და სამუშაო თემატიკა განპირობებული უნდა იყოს წინასწარ შემუშავებული გეგმით. შეიძლება განიხილოთ ჩასატარებელი ღონისძიებები: ბანაკი, ლაშქრობებიდასკაუტურცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. ყველაზე საინტერესოა შეხვედრები ბუნებაში. სკაუტური პრინციპიც ესაა:

სკაუტინგი _ ეს არის ცხოვრება ბუნებაში, ცხოვრება კედლებს მიღმა.

სკაუტური პატრულის დღიური

სკაუტური პატრულის დღიური შენი და შენი მეგობრების სკაუტური ცხოვრების აღმწერი მატიანეა. ის ჰგავს მოგზაურობაში მყოფი გემის კაპიტნის ჟურნალს, სადაც ჩაწერილია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვეულებრივ, სკაუტური პატრულის დღიურს აწარმოებს პატრულის მემატიანე.

პატრულის დღიური უნდა იწყებოდეს პატრულის შექმნის დღიდან. პატრულის დღიური სკაუტინგის ისტორიის ნაწილია და შეეცადე ეს ისტორია ყველასათვის საინტერესო და საამაყო გახადო.

სკაუტური რაზმი

ეს არის რამდენიმე პატრულისა და მათი უფროსი ლიდერებისაგან შემდგარი ჯგუფი. ასეთ ჯგუფს გააჩნია დიდი შესაძლებლობები, აქვს უნარი გაუმკლავდეს სხვადასხვა მიმართულების პროექტს. ასეთი ჯგუფი იკრიბება თვეში ერთხელ (პატრულთა ლიდერები და რაზმის ხელმძღვანელი). ამ შეხვედრაზე ხდება საქმიანობის შეჯამება და მომავალი გეგმების განხილვა. რაზმს შეიძლება ჰყავდეს უფროსებისაგან შემდგარი მხარდამჭერი ჯგუფი _ საბჭო. საბჭოში შეიძლება გაერთიანდნენ რაზმის წევრი სკაუტების მშობლები, უფროსი ძმები და დები, ნათესავები, ეკლესიის მსახურნი, ყველა ის, ვისაც სურვილი აქვს, დაეხმაროს რაზმს დასახული მიზნებისა და სურვილების ასრულებაში.