YOUR WAY IN SCOUTING

სკაუტინგი ეს არის სწავლება საქმით, მუშაობა მცირე ჯგუფებში, თვითგანვითარება, საკუთარი რესურსების გამოვლენა, უნარ-ჩვევების განვითარება,  ახალი მეგობრები, თავგადასავლები, ცხოვრების სტილი, ცხოვრება ბუნებაში.

ეს არის პასუხისმგებლობა ღმერთის, საკუთარი თავისა და სხვების წინაშე.

ეს არის მოძრაობა მოძრაობაში, ადაპტაცია ყველგან, ყველასთან და ყველაფერში.

ეს არის გზა სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებისთვის.

ეს არის მოძრაობა ახალგაზრდული სულისკვეთების ადამიანებისთვის და არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის. მარტივია გაწევრიანდე ორგანიზაციაში, მაგრამ რთულია სკაუტური პრინციპებით ცხოვრება. იმისათვის რომ იყო სკაუტური ოჯახის წევრი, უნდა დაიცვა გარკვეული წესები. წესი კი მდგომარეობს სკაუტურ პირობასა და კანონში. შეასრულო იგი ნიშნავს, გახდე ნამდვილი სკაუტი, სასარგებლო მოქალაქე.

სკაუტური პირობა_გპირდებით, ღირსეულადგავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა მოვიხადო მოვალეობა ღვთის, ერისა და საკუთარი თავის წინაშე. შევასრულო სკაუტური კანონი. 

რა არის სკაუტური პირობა?

გპირდებით. დაპირება ნიშნავს, შეასრულო მოცემული სიტყვა, რათა იცხოვრო სკაუტურ პირობასთან შესაბამისობაში. სიტყვის გატეხა ყოველთვის სამარცხვინო საქციელად ჩაითვლება. სკაუტი ყოველთვის ცდილობს, დაიმსახუროს ადამიანების ნდობა, შეასრულოს თავისი დაპირება.

ღირსეულად გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული. შენ, როგორც ყველა ადამიანს, გაქვს ბევრი სურვილი, ინტერესები და შესაძლებლობები. შენ გაგაჩნია უნარ-ჩვევები და განსაზღვრული გამოცდილება. გამოიყენე ყველაფერი ეს კეთილი საქმისთვის. შეეცადე მიმართო ყოველივე კეთილი საქმეებისთვის. თუ შენ მხოლოდ მცირედი მოგეთხოვება, ნუ დაკმაყოფილდები ამით. შენ ხომ უფრო მეტი შეგიძლია. შეაფასე შენი მიღწევები საკუთარი, მაღალი სტანდარტებით. ნუ შეედრები სხვას და ნუ მიბაძავ სხვას. შენ ბევრ სიძნელეს შეხვდები, რომელიც შენი გამოცდა იქნება. გამოიყენე მთელი შენი შესაძლებლობა, რომ გადალახო ყოველივე. სწორედ ამას ითხოვს შენგან სკაუტინგი.

მოვალეობა ღვთის წინაშე  _ ყველა სკაუტი ვალდებულია:

  •  იცოდეს თავისი რელიგიის სიმბოლოები და იცხოვროს მისი კანონების მიხედვით;
  •  იყოს ეკლესიური, დაიცვას რელიგიური ცხოვრების წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • იცოდეს სად, როდის და როგორ სრულდება ლოცვა. მოვალეობა ერის წინაშე _ ყველა სკაუტი ვალდებულია:
  •  მოიხადოს ვალი სამშობლოს წინაშე _ სკაუტისთვის ეს ნიშნავს საქართველოზე ზრუნვას და სამშობლოს სიყვარულს;
  •  იცოდეს და იცავდეს საკუთარ და სხვების უფლებებს;
  •  გაუფრთხილდეს და მოუაროს ბუნებას;
  •  სკაუტი ყოველთვის მზად უნდა იყოს უანგაროდ დაეხმაროს სხვას მაშინაც კი, როცა არ სთხოვენ;
  • პატივი უნდა სცეს სხვის აზრს, გაითვალისწინოს სხვისი სურვილები და საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს;
  •  არ დაივიწყოს ურთიერთპატივისცემა და თანადგომა. მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე~ ნიშნავს:
  • იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე;
  •  იზრუნო განათლებაზე;
  •  იზრუნო სულიერ განვითარებაზე;
  • მიიღწვოდე გამარჯვებებისა და წარმატებებისაკენ.

სკაუტური კანონი _

1. სკაუტი სანდოა;

2. სკაუტი წრფელია და გულისხმიერი;

3. სკაუტი ზრდილობიანია;

4. სკაუტი მზრუნველია;

5. სკაუტი ყველას მეგობარია და ყველა სკაუტის ძმაა;

6. სკაუტი ბუნების მეგობარია;

7. სკაუტის მოვალეობაა იყოს სარგებლიანი და დაეხმაროს სხვას;

8. სკაუტი ასრულებს უფროსებისა და ხელმძღვანელების მითითებებს;

9. სკაუტი ყოველთვის იღიმება და უმკლავდება ყველა სიძნელეს;

10. სკაუტი სუფთაა თავისი აზრით, სიტყვით და საქმით.

ესენია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც თავიდანვე უნდა გაიაზრო, რათა სწორად იარო იმ საინტერესო გზით, რომელიც შენ აირჩიე.  

პირველიმეორე და მესამე საფეხური სკაუტინგში

თუ შენ წარმატებით გადადგი პირველი ნაბიჯი და გახდი საქართველოს სკაუტური მოძრაობის წევრი, მაშინ უნდა მოემზადო სკაუტური ცხოვრების პირველი საფეხურისთვის. უნდა დაუმტკიცო შენს მეგობრებს, პირველრიგში საკუთარ თავს, რომ შენი არჩევანი–იყო სკაუტი, არ არის შემთხვევითი და შენ მზად ხარ საინტერესო, მაგრამ სიძნელეებით აღსავსე თავგადასავლისათვის.

პირველი საფეხურის მოთხოვნებია:

 თუ პატრული ჯერ არ ჩამოყალიბებულა:

  •  მიმართე სკაუტურ ორგანიზაციას.
  • მოძებნე შენი ასაკის სკაუტები და უფროს ლიდერთან ერთად ჩამოაყალიბე სკაუტური

          პატრული;

  • უფროსი ლიდერის დახმარებით აირჩიე პატრულის ლიდერი, აიღე შენი პასუხისმგებლობა პატრულში;
  • გაეცანი ნაციონალური და მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურას, უფროს ლიდერებს. 

          თუ პატრული უკვე ჩამოყალიბებულია:

სულ ცოტა თვეში ორჯერ უნდა დაესწრო და მიიღო მონაწილეობა სკაუტური პატრულის შეხვედრების ორგანიზებაში.

  •  პატრულის დანარჩენ წევრებს დაეხმარო მათი მოვალეობების შესრულებაში;
  • პატრულთან ერთად დაგეგმო სულ ცოტა ერთი ლაშქრობა ღამისთევის გარეშე უახლოესი ისტორიული ძეგლის სანახავად;
  • ისწავლო ზურგჩანთის ჩალაგება, კარვისგაშლა, ცეცხლის დანთება;
  • პატრულთან ერთად შეარჩიო და ისწავლო პატრულის სიმღერა;
  • იცოდე საქართველოს ჰიმნი, დროშა და გერბი, საქართველოს ისტორია;
  • იცოდე შენი რელიგიის ძირითადი დღესასწაულები და მათი მნიშვნელობა;
  • იცოდე სულ ცოტა ხუთი სკაუტური კვანძი;
  • მოიფიქრე და ჩაატარე სულ მცირე ერთი საქველმოქმედო ღონისძიება;
  • შენს პატრულში უნდა იყოს სულმცირე შვიდიწევრი.

მეორე საფეხური

თუ წარმატებით დაძლიე პირველი საფეხური, ეს ნიშნავს, რომ სკაუტინგი შენი ცხოვრების ნაწილი გახდა. შენ საკუთარი თავი დაიმკვიდრე მოძრაობაში, მეგობრები და უფროსი ლიდერები აღიარებენ შენს პირველ წარმატებებს და მზად არიან შენთან ერთად გადავიდნენ სკაუტური ცხოვრების მეორე საფეხურზე. მეორე საფეხურს განვითარება~ჰქვია და მისი მიზანია, დაგეხმაროს ცხოვრებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.

მეორე საფეხურის მოთხოვნებია:

პატრულთან ერთად დაგეგმე სკაუტური ბანაკი ღამისთევით.

  • შეათანხმეუფროსლიდერთანბანაკისადგილმდებარეობა, მომზადების გეგმა და პროგრამა;
  • ისწავლე და აჩვენე უფროს ლიდერს, პატრულის წევრებს პირველადი სამედიცინო დახმარების წესები:

         ა) სისხლდენის შეჩერება;

         ბ) იმობილიზაცია მოტეხილობის დროს;

         გ) ჭრილობის დამუშავება და გადახვევა;

         დ) მცირე დამწვრობების (მათ შორის მზისგან) მოვლა, ე.წ მზის დაკვრის დროს

            დახმარების წესი;

         ე) რეაგირება უგონოდ მყოფ ადამიანზე;

  • მიიღე მონაწილეობა საჭმლის მომზადებაში, შეშის მოგროვებაში, ჭურჭლის გარეცხვაში, ადგილის დასუფთავებაში და სხვა შრომაში;
  • აჩვენე უფროს ლიდერს, როგორ უნდა ბანაკისთვის ადგილის შერჩევა, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება;
  • გააკეთე სხვებთან ერთად სკაუტური მაგიდა, სკამი;
  • ისწავლე და მოუყევი უფროს ლიდერს, როგორ შეიძლება გახდეს სასმელად წყალი ვარგისი;
  •  ჩაიწერე და უფროს ლიდერს აცნობე რამდენჯერ შეგიძლია: ხელით იატაკიდან აზიდვა;

          ორძელზე აზიდვა; 100 მეტრის გარბენა; ადგილიდან სიგრძეში ხტომა. დღიურში

          ყოვეთვიურად გააკეთე ჩანაწერი, დააკვირდი შენი განვითარების ხარისხს.

  • ორგანიზება გაუკეთე პატრულთან შეხვედრას და შენს მეგობრებთან ერთად დაგეგმე მცირე პროგრამა;
  • ისწავლე და დემონსტრირება გაუკეთე ნაჯახის, დანის უსაფრთხო ხმარების წესებს;
  • დაგეგმე და ჩაატარე ღონისძიება, სადაც უფროს ლიდერთან ერთად მოიწვევ შენი ოჯახის წევრებს, მათ გააცნობთ პატრულს, სკაუტურ ცხოვრებას და საკუთარ მიღწევებს;
  •  აწარმოე სკაუტური დღიური პატრულის სხვა წევრებთან ერთად;
  • ისწავლე ცურვა;
  • ისწავლე კომპიუტერზე მუშაობა: ტექსტის ბეჭდვა და რედაქტირება, ინტერნეტით სარგებლობა;
  • ისწავლე ველოსიპედის ტარება;
  • უცხო ენაზე სულ ცოტა ერთი წერილი მისწერე შენს თანატოლს სხვა ქვეყანაში, დაამყარე მასთან მიმოწერა, იპოვე ახალი სკაუტი მეგობრები სხვა ქვეყნებში;
  • დაგეგმე და მეგობრებთან ერთად აღნიშნე სულ მცირე ერთი ეროვნული დღესასწაული;
  • დაგეგმე და მეგობრებთან ერთად აღნიშნე სულ მცირე ერთი რელიგიური დღესასწაული;
  • დარგე ერთი ხე მაინც;
  • უფროს ლიდერს ჩააბარე შენი სკაუტური საქმიანობის მოკლე ანგარიში, აღიარე, რომ მეორე საფეხური წარმატებით გაიარე.

მესამე საფეხური

მესამე საფეხური დაგეხმარება, სკაუტინგში უფრო მეტი ისწავლო და უფრო მეტს მიაღწიო. როგორც სკაუტმა, დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით დაიწყო თავისუფალი მოქმედება. 

მესამე საფეხურის მოთხოვნებია:

საკუთარი რესურსების გამოვლენისა და შესაძლებლობების რეალიზების თანხვედრა.

  • საჭიროა მიაღწიო პირველი ორი საფეხურის მოთხოვნების უმეტესობის შესრულებას;
  • საჭიროა მონაწილეობა მიიღო სულ მცირე სამი სკაუტური ბანაკის საქმიანობაში, მათ შორის ერთის ხანგრძლივობა მაინც უნდა იყოს ორი დღე და მეტი;
  • საჭიროა, ერთ-ერთ ბანაკში პასუხისმგებლობა აიღო კონკრეტულ საქმიანობაზე, როგორიცაა მაგალითად: ბანაკის მოწყობა ან საკვების მომარაგება და მომზადება; სპორტული შეჯიბრებები.
  • საჭიროა შეასრულო საქველმოქმედო, ეკოლოგიური, ან რაიმე სხვა პროგრამა და ორგანიზება გაუკეთო;
  • საჭიროა სკაუტურ ღონისძიებებზე მუდმივად ატარებდე სკაუტურ ფორმას;
  • მიაღწიე, რომ შენი წარმატებები აღიარონ შენმა სკაუტურმა პატრულმა და უფროსმა ლიდერებმა.

პირადი განვითარება სკაუტინგში.

შენი ვალია დაიმკვიდრო თავი ორგანიზაციაში, ანუ გახდე საიმედო და სასარგებლო მეგობარი შენი პატრულის წევრებისთვის. უფროსი ლიდერის და მეგობრების დახმარებით გახდე შენი სკაუტური ოჯახის ნამდვილი და შეუცვლელი წევრი.

სკაუტინგში შენს გზაზე შეხვდები ისეთ ცხოვრებისეულ ასპექტებს, რაც აუცილებელია ინდივიდუალური განვითარებისთვის. შენ უკვე იცი, თუ რას ნიშნავს სკაუტის კანონი და ცხოვრობ და მოქმედებ მისი პრინციპების შესაბამისად და მაინც კიდევ ერთხელ შეეკითხე საკუთარ თავს _ გეხმარება თუ არა სკაუტინგი:

  • გახდე პიროვნება, რომელსაც შეუძლია დაინახოს და გააცნობიეროს სამყარო, რომელშიც ცხოვრობ?
  • გაერკვიო იმ პრობლემებში, რომელსაც გიქმნის ცხოვრება?
  • მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გააკეთო სწორი არჩევანი ცხოვრებაში?
  • იმოქმედო მაღალი ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების შესაბამისად?
  • იყო მომზადებული ყველაფერი ახლის აღქმისთვის და შენი ახალი იდეებით დაეხმარო სამყაროს, რომ გახდეს უკეთესი?
  • იყო ფიზიკურად ჯანმრთელი და ამტანი?

შენ ალბათ უკვე თავადაც მიხვდი, რომ შენ თვითონ უნდა იზრუნო შენს თავზე, შენს ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ხასიათზე, ჩვევებზე, იმისათვის რომ შეძლო თავად გადაწყვიტო ცხოვრებისეული პრობლემები და მიაღწიო წარმატებას იმ საქმეში, რომელსაც ხელს ჰკიდებ.

გახსოვდეს, ერი წარმატებას აღწევს არა იარაღის ძალით, არამედ თავისი ხასიათის სიძლიერით. შენი ხასიათი მთავარი ფასეულობაა არა მარტო შენთვის, არამედ მთელი ერისთვის. ადამიანს თუ გააჩნია მტკიცე ხასიათი, ის წარმატებას აღწევს ცხოვრებაში. ხასიათი ყალიბდება ცხოვრების დასაწყისში, როდესაც პიროვნება საკმაოდ მგძნობიარეა ყველაფრის მიმართ. უპირველესყოვლისა, პირადად შენ აყალიბებ შენს ხასიათს. ის დაბადებიდან მოგყვება და თანდათანობით ანვითარებ შენთვის საჭირო თვისებებს.

მაგალითად, ავიღოთ ორი შენი მეგობარი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ერთი მათგანი ეხმარება დედას ოჯახში. მეორე_დიდ დროს ქუჩაში ატარებს. მათ სხვადასხვა ხასიათი აქვთ. სკაუტინგი დაგეხმარებათ შენ და შენს მეგობრებს გამოიმუშავოთ ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში. სკაუტინგი ამას ინსტრუქციებით და ჭკუის სწავლებით კი არ გააკეთებს, არამედ იმ საქმით, რომელსაც შენ თავად გაუძღვები.

ამით შენ ისწავლი, რა არის საჭირო ცხოვრებაში და იზრუნებ შენი ხასიათის განვითარებაზე. ხასიათის რა თვისებები სჭირდება სკაუტს?

ღირსება და პატიოსნება _ ეს თვისებები პირველი და უმთავრესია პიროვნების დახასიათებისათვის.

სკაუტინგი ბევრ საშუალებას გაძლევს ამ თვისებების გამოვლინებისათვის, ესენია: შენი მუშაობა სკაუტურ ჯგუფში,   ყოველთვის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სხვების მიმართ, პატიოსნად ასრულებ მოვალეობას, ღირსეულად გამოდიხარ მძიმე სიტუაციებიდან.     სკაუტური ცხოვრება, როდესაც ხშირად გიხდება დახმარების ხელი გაუწოდო მეგობარს, დაგეხმარება აირჩიო პატიოსანი გზა ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტაში.          

დისციპლინა ის შტრიხია, რაც სკაუტს გამოარჩევს ინდივიდუალიზმით. უპირველეს ყოვლისა, შენ თვითონ უნდა იყო დისციპლინირებული. დისციპლინა - ეს საფუძველია შენი კარგი სამსახურისა და ცხოვრებისა. იყო დისციპლინირებული და ორგანიზებული - ძნელია, მაგრამ ეს თვისებები მომავალში შენი კეთილდღეობის საწინდარია.

ძალიან მნიშვნელოვანია განავითარო შენში თავშეკავებულობა და ნებისყოფა. ისინი ვითარდებიან მორალური და ფიზიკური ვარჯიშით. ეს თვისებები მოგეხმარება შეიკავო თავი ალკოჰოლის მოხმარებისაგან და დაგიცავს არასასურველი ემოციებისაგან.

ცხოვრებაში ბევრჯერ მოგიხდება სიძნელეების გადალახვა და არაერთხელ დაგჭირდება ძლიერი ნებისყოფა. ეს ყველაფერი სკოლაში არ ისწავლება. სწორედ ლაშქრობაში, რთულ სიტუაციაში შენ თავად მიხვდები, თუ რა მნიშვნელოვანია იყო მტკიცე ნებისყოფის, ზომიერი და თავშეკავებული. 

პასუხისმგებლობა - განსაკუთრებული თვისებაა სკაუტინგში. შენ ისწავლი, იყო პასუხისმგებელი შენი თავისა და სხვის წინაშე.

სკაუტის პატრულში ერთობლივი მუშაობის დროს პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე, გარკვეული მოვალეობა შეასრულო მნიშვნელოვან საქმეში.         

პასუხისმგებლობა _ ეს განსაკუთრებული მტკიცე ნებისყოფის გამოხატულებაა.      

პასუხისმგებლობის გრძნობა, მუდმივი პასუხისმგებლობის შეგრძნება მოგეხმარება შენი ცხოვრებისეული კარიერის წარმატებაში.

პირველ რიგში ჩვენ სისუფთავე გვჭირდება. შენ უნდა შეძლო ყურადღება მიაქციო საკუთარ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიმუშაო ჩვევა, იყო სუფთა და მოწესრიგებული ყველა სიტუაციაში. ეს თვისება ყოველთვის გამოგადგება ცხოვრების გზაზე.

ჭეშმარიტი აზროვნება _არის ნიჭიერება, საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული და უნიკალური თვისება. იმისთვის რომ იმოქმედო ჭეშმარიტი აზროვნებით, საჭიროა გამოიყენო ყველა ის ცოდნა, რაც გაგაჩნია. რასაკვირველია, სიბრძნე და ჭეშმარიტი აზროვნება მოდის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ შენ სწავლობ საკუთარ შეცდომებზე საკუთარი პრაქტიკით.

ყველა ჩვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც საჭირო მომენტში სწორად იქცევა. ასეთი ადამიანი შესაძლოა იყოს შენი ჯგუფის ლიდერი. მას შენთვის ყოველთვის აქვს ახალი იდეა. ის ზრუნავს ჯგუფის წევრებსა და ნებისმიერ სკაუტზე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობაო, ვიღაცა იტყვის, რომ ის ჭკვიანია, სინამდვილეში კი საუბარი ეხება ჭეშმარიტ აზროვნებას.

საკუთარი ძალების რწმენა მოდის მაშინ, როდესაც რთულ სიტუაციაში შეგეძლება დაეხმარო მეგობარს, როდესაც სხვებთან ერთად შენს წილ პასუხისმგებლობას იღებ. ზუსტად ამ დროს მოწმდება შენი რწმენა, თუ როგორ სწორად მოქმედებ. შენი დამოუკიდებლობისთვის საჭიროა იყო დარწმუნებული შენს შესაძლებლობებში. სკაუტინგი კარგი სკოლაა საკუთარი შეფასებებისა და რწმენის გამომუშავებისათვის. შენი რწმენის აღიარება ხდება მაშინ, როდესაც გენდობიან.

შეეკითხე საკუთარ თავს, რამდენად განვითარებულია შენში ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები:

         ღირსება და პატიოსნება;                                     დისციპლინა;

         პასუხისმგებლობა;                                               სისუფთავე;

         ჭეშმარიტი აზროვნება;                                          რწმენა;

         თავშეკავებულობა;                                                ნებისყოფა.