"სკაუტები ახალგაზრდებს შორის ძალადობის წინააღმდეგ"
"სკაუტები ახალგაზრდებს შორის ძალადობის წინააღმდეგ" მსოფლიო სკაუტური ფონდის მიერ "Messengers of Peace" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია და ითვალისწინებს თბილისის კერძო სკოლებში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები და თბილისის სკაუტები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობასა და კონფლიქტების მედიაციაში, განახორციელებენ მცირე აქტივობებს ძალადობის თემაზე (დისკუსიებს, დებატებს, გამოფენებს, კონკურსებს), დადგამენ სპექტაკლს და მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკში.