ერთიანობა მრავალფეროვნებაში
ერთიანობა მრავალფეროვნებაში - "საქართველოს სკაუტებისა" და "შვეიცარიის სკაუტების" 5 წლიანი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიის სკაუტურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კულტურულ გაცვლასა და საქართველოში სკაუტინგის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა სახის გაცვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები: ტრენინგები, ბანაკები და სამუშაო ვიზიტები.