YCBP
ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის
2010 - 2012

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებში.
პროგრამა განახორციელა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ“, პარტნიორ ორგანიზაცია „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრთან“ ერთად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს 15 რაიონის (მცხეთა, გარდაბანი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ლანჩხუთი, აბაშა) 44 სოფლის სკოლაში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა:
  • სკოლების მიერ შერჩეული ერთი ოთახის რეაბილიტაცია,
  • 88 ახალგაზრდამ (თითო სკოლიდან 2 მოსწავლე) გაიარა ლიდერობისა და  მსოფლიო გარემოსდაცვითი პროგრამის 4 დღიანი ტრენინგი;
  • მომზადებულმა ლიდერებმა შექმნეს ახალგაზრდული ჯგუფები და განახორციელეს გარემოსდაცვითი საქმიანობა თემებში;
  • მსოფლიო გარემოსდაცვითი პროგრამის საფუძველზე სკოლებში გავრცელდა და დაინერგა როგორც გარემოსდაცვითი მცნებები, ასევე ნავთობსადენის უსაფრთხოების ოპერაციების საფუძვლები და ზოგადად ენერგო-უსაფრთხოების პრინციპები;
  • 500-მა მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდამ გაიარა პიროვნული განვითარების 4 დღიანი კურსი;
  • პიროვნული განვითარების კურსგავლილი მოსწავლეების ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა ჯგუფებმა შეიმუშავეს მცირე საგრანტო განაცხადი და განახორციელეს 44 პროექტი პირველ წელს და 15 პროექტი მეორე წელს;
  • 180-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში;
  • სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაიარეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.