ასე დაიწყო სკაუტინგი

ბადენ პაუელი სოფელში ცხოვრობდა და   მთლიანად კავშირი ჰქონდა ბუნებასთან. იგი         მეგობრებთან ერთდ აწყობდა  სათავგადასავლო    მოგზაურობებს.  ისინი დამოუკიდებლად გეგმავდნენ  ლაშქრობის მარშრუტებს,     ცხოვრობდნენ  კარვებში და  საჭმელს კოცონზე აკეთებდნენ. იმ  პერიოდში მოზარდებისათვის    მსგავსი ცხოვრების სტილი უჩვეულო  იყო, შემდეგში კი  სამომავლო ცხოვრებისთვის  აქტუალური გახდა.

ბადენ პაუელმა დაამთავრა სამხედრო  სასწავლებელი, მუშაობა  დაიწყო კავალერიაში და ასწავლიდა ოფიცრებს.  ბადენ პაუელისგან  ისინი  პროფესიულ საკითხებთან ერთად სწავლობდნენ  სიმამაცეს,  გამძლეობასა და გულისხმიერებას.

 ბადენ პაუელმა გადაწყვიტა თავისი იდეის  პრაქტიკაში გამოცდა და  1907 წელს ინგლისში, კუნძულ ბრაუნსზე, შეკრიბა 20 ბიჭი–მისი    ნათესავები, მეგობრის შვილები, რომლებიც  სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები  იყვნენ და მოაწყო ბანაკი.

ბანაკში ცხოვრებისას მათ პირველად მოიფიქრეს მომავალი სკაუტური ფორმის ელემენტები. პატრულში მყოფი ყველა სკაუტი მხარზე იკეთებდა სხვადასხვა ფერის შალის კვანძს: "მგლები”– ცისფერს, "ლომები”_ყვითელს. ყოველ პატრულს ჰქონდა დროშა ამ ცხოველების გამოსახულებით და თითოეულ ბიჭს სამკერდე ნიშანი_ლატუნის შროშანი. მას შემდეგ, რაც ბიჭები გაივლიდნენ გარკვეულ მომზადებას, მათ გადაეცემოდათ სასტვენი წარწერით_"იყავი მზად!” ასევე აძლევდნენ კიდევ ერთ სამკერდე ნიშანს_ლატუნის შროშანს, რომელიც პირველთან შედარებით უფრო მცირე ზომისა იყო და მაგრდებოდა მის ქვემოთ.

თითოეული სკაუტი უფრო დიდი წარმატების მიღწევისას ჯილდოდ იღებდა ხაკისფერ ყელსახვევს, რათა საკუთარ თავში გამოემუშავებინა ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.

ყოველ დილა-საღამოს ბიჭები ასრულებდნენ გარკვეულ ამოცანა–სავარჯიშოს: გონებას ავარჯიშებდნენ დაკვირვებულობაში, კრავდნენ საზღვაო კვანძებს, სწავლობდნენ კოცონის დანთებას ერთი ასანთის ღერით, ვარჯიშობდნენ ხანძრის ჩაქრობაში, ისმენდნენ საინტერესო ამბებს ცხოვრებაზე, მოგზაურობასა და თავგადასავლებზე. ბანაკში ყოველდღე ტარდებოდა სპორტული თამაშობები. ყოველი საღამო სრულდებოდა კოცონთან საინტერესო ამბების თხრობითა და სიმღერებით.

ბანაკში მათ შეისწავლეს ცხოვრება მცირე ჯგუფებში, დამოუკიდებელი მუშაობა. ბადენ პაუელი აღნიშნავდა, რომ ბიჭებისთვის მთავარი იყო ჰქონოდათ საკადრისი ღირსება, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ბანაკის ჰარმონიულობას უწყობდა ხელს.

ეს ბანაკი გახდა სკაუტინგის ისტორიის დასაბამი და სკაუტური კანონის განმსაზღვრელი.

დღეს მსოფლიოს სკაუტური მოძრაობა აერთიანებს მილიონობით ახალგაზრდას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

1908 წელს ბადენ პაუელმა გამოსცა წიგნი “სკაუტინგი ბიჭებისათვის”, სადაც აღწერა პირველ ბანაკში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები. ამ წიგნმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა. ლორდის სახელზე ათასობით წერილი მოდიოდა მთელს ინგლისში. შემდეგ უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქმნებოდასკაუტურიპატრულებიდაყალიბდებოდაახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც დღეს სკაუტური მოძრაობის სახელითაა ცნობილი.

1920 წელს ლონდონში მოეწყო პირველი საერთაშორისო სკაუტური შეხვედრა_ფესტივალი, რომელსაც ჯემბორი ეწოდა. ჯემბორის გახსნის ცერემონიალზე BP “ბი-პი” (ასე უწოდებენ ბადენ პაუელს მთელს მსოფლიოში) მსოფლიოს მთავარ სკაუტად აირჩიეს.

22 თებერვალი, ბადენ პაუელის დაბადების დღე, მილიონობით სკაუტის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება როგორც სკაუტინგის მსოფლიო დღე, ხოლო 1 აგვისტოს (პირველი სკაუტური ბანაკის დაწყების დღეს) მსოფლიოს ყველა სკაუტი აღნიშნავს სკაუტინგის დაბადების დღეს, მზის ამოსვლის ცერემონიით.