ევროპული თავგადასავალი სკაუტებისგან
2017 წლის ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზება გაუწია დიდ თამაშს.(City Game) ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 150 მოსწავლე ჩაერთო 4 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გამართულ თამაშში, ხოლო 11 მაისს თბილისში  საქართველოს პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა თამაშის გამარჯვებულ გუნდს, რომელიც  ქ.ქუთაისის N37 საჯარო სკოლას წარმოადგენდა.

თამაში "ჩემი ევროპული თავგადასავალი" გამარჯვებულ გუნდს პრიზები ევროკავშირის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა.
ღონისძიების მიზანი ქუთაისის სკოლის მოსწავლეებს შორის ევროპისა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

ევროპის დღე 2017 საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეულის ნაწილია. აღნიშნულ საქმიანობა პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.