2017 წლის სამუშაო შეხვედრა პოლონელ სკაუტებთან
2017 წლის 23-24 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოსა და პოლონეთის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ორი წლის სტრატეგიული პარტნიორობის გეგმაზე მუშაობას მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი და საგანამანათლებლო აქტივობა, როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში განსახორციელებლად. აღნიშნული გეგმა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდება
2017 წლის აპრილის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციისა და პოლონეთის სკაუტებისა და გიდების ასოციაციის ხელმძღვანელებს შორის. ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორობის პერსპექტივებს შეეხებოდა.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია მადლობას უხდის პოლონეთის სკაუტებს თანამშრომლობისთვის.