ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2017 წლის 20 იანვარს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში დაგეგმავენ ერთობლივ ბანაკებსა და სხვადასხვა შინაარსის სასწავლო აქტივობებს. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ორგანიზაციული და ადამიანური რესურსის ეფექტურად გაზიარებას, გაცვლასა და გაერთიანებას, რათა მივაღწიოთ საერთო მიზნებს, რომელიც უკეთესი გარემოსა და საზოგადოების შექმნაში წვლილის შეტანას უკავშირდება.