სამუშაო შეხვედრა რუსთავის სკაუტურ ცენტრში
მიმდინარე წლის 10–11 დეკემბერს,რუსთავის სკაუტურმა ცენტრმა უმასპინძლა ,,სტანდარტებისა და ხარისხის მართვის“ ჯგუფის მიერ ინიცირებულ შეხვედრას. მისი მიზანი,ორგანიზაციაში არსებული აქტუალური საკითხების ანალიზი,განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება იყო. შეხვედრას ესწრებოდა ყველა რეგიონის წარმომადეგნელი. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოდგა.ასეთი შეხვედრები მონაწილეების სურვილით გაიმართება პერიოდულად. 
ჩვენი ჯგუფის სახელით დიდ მადლობას ვუხდით რუსთავის სკაუტური ცენტრის ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის.