SBDP
შესასწავლი ნიმუში #4 
 სათბური

ვახტანგ ჩიხლაძემ (სოფელი ვარციხე, ბაღდათის რაიონი) თავისი მეზობლისგან გაიგო მცირე ბიზნესის პროექტების საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადდა ერთი წლის წინ SBDP-ის ფარგლებში. ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პროექტის მობილიზატორს, რათა მიეღო კონსულტაცია კონკურსის წესებისა და კრიტერიუმების შესახებ. 

დღეს, ბატონი ჩიხლაძე ბრძანდება 300 კვადრტული მეტრის მყარი, ფოლადის კონსტრუქციის მქონე სათბურის მეპატრონე, რომელიც აღჭურვილია საირიგაციო სისტემით. მეწარმემ უკვე მოახერხა ბოსტნეულის ორჯერ დაკრეფა და მიიღო 1000 ლარამდე შემოსავალი; ის იმედოვნებს, რომ სეზონის დასრულებამდე შეძლებს ამის 10-ჯერ გაკეთებას. „მე ისეთი მოტივირებული ვარ;
 შემიყვარდა ეს სფერო და გადავწყვიტე მეორე სათბურის აშენება და ამით მოგების რეინვესტირება. მოუთმენლად ველი უფრო მეტი სარგებლის მიღებას და ჩემი ბიზნესის უფრო დიდ მასშტაბებამდე გაზრდას. მე, ასევე, დავასაქმე ჩემი მეზობლები, რომ დამხმარებოდნენ მოსავლის აღების დროს.“ - აცხადებს ბატონი ჩიხლაძე.


შესასწავლი ნიმუში #5
 
იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალგაზრდობისთვის პროექტის მართვის ტრენინგის შესახებ
 

მეორე პროექტის მართვის ტრენინგი ორგანიზებული იყო „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ (SBDP) ფარგლებში, 2013 წ. ნოემბერში. იძულებით გადაადგილებულ პირთა 4 ახალგაზრდული ჯგუფის 20 წარმომადგენელი შეიკრიბა პროექტის მართვის სფეროში გამოცდილების გაცვლისა და უფრო ღრმა ცოდნისა და უნარების მოპოვებისთვის. 

20-დან 10 მონაწილისთვის ეს იყო ამ ტიპის პირველი ტრენინგი, მაშინ როდესაც დანარჩენები დაესწრნენ პროექტის მართვის პირველ ტრენინგს ერთი წლის წინ. ასეთი შემადგენლობა არ იყო შემთხვევითი, არამედ განზრახ შექმნილი, რათა უზრუნველყოფილიყო სივრცე გაზიარებისთვის, შეფასებისთვის, უკუკავშირისა და პროექტის განხორციელების შემდგომი დაკვირვებისთვის. თავიდან, მონაწილეებმა, ტრენერთან ერთად, შეაფასეს მიკრო-პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელებული იყო SBDP-ის პირველი მიკრო-საგრანტო კონკურსის ფარგლებში. მათ ჩაატარეს თავიანთი პროექტების პრეზენტაციები და ერთმანეთს მისცეს უკუკავშირი. ამის შემდეგ, მათ იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: იდეების გენერირება, პროექტის მიმართ კრეატიული მიდგომა, შეფასების კრიტერიუმები, ადამიანური რესურსების მართვა, პროექტის ძირითადი მახასიათებლები, პრობლემის ხე, განსხვავება ფაქტსა და პრობლემას შორის, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება, თემის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და სხვ.

ასეთი მიდგომა მონაწილეებს დაეხმარა საკუთარი სამუშაოს ახალი თვალით დანახვაში და იმ საკითხებისა და თემების გარკვევაში, რაც მათ ჯერ კიდევ უნდა ესწავლათ. „მე, უკვე მეორეჯერ, დავესწარი პროექტის მართვის ტრენინგს. თუ პირველი ტრენინგი იყო ფუნდამენტი, მეორე (ტრენინგი) გახდა ნაგებობა, რომელიც აშენდა ფუნდამენტზე. იმის სწავლა, რისი სწავლებაც სკოლაში არ ხდება, ყოველთვის კარგია. ეს გამოცდილება ცხოვრების მთელ მანძილზე გამომადგება.“ - გიორგი ტურაშვილი, შავშვების დასახლების ახალგაზრდული ჯგუფის წევრი.