SBDP
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი (SBDP) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ. 

პროექტის მიზანია დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის გზით, რაც თავის მხრივ დაეხმარება “BP”-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“, „ქეა“ საერთაშორისო კავკასიაში“-ს კონსულტაციით. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა სამიზნე თემებში (116 სოფელი) მცირე ბიზნესის წამოწყებას და ლტოლვილთა დასახლებებში (4 დასახლება) ახალგაზრდების უნარ- ჩვევების განვითარებას. სამიზნე რაიონებია: გარდაბანი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა:  

 მცირე ბიზნესის პროექტების კონკურსი სამიზნე სოფლებში, რომლის ფარგლებშიც თითოეულ სოფელში აირჩევა 1-დან 4-მდე (სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით) საუკეთესო განაცხადი და გამარჯვებული კონკურსანტები მიიღებენ 1,200 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მცირე ბიზნესის წამოსაწყებად (თანადაფინანსების პირობით);

ბიზნესის განაცხადის შედგენის, ბიზნესის მართვის, მარკეტინგის საწყისებისა და ფინანსური მენეჯმენტის ტრენინგები;  

წამოწყებული ბიზნესების მონიტორინგი და კონსულტაციები ბიზნესის განვითარების საკითხებში;

ლიდერობის, გარემოსდაცვითი და პროექტის ციკლის მართვის ტრენინგები დევნილთა დასახლებების ახალგაზრდებისთვის;  

ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბება დევნილთა დასახლებებში;  
 მსოფლიო სკაუტური გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელება დევნილთა დასახლებებში;

მცირე საგრანტო კონკურსი დევნილთა დასახლებების ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 8 მცირე პროექტი, თითო - 300 აშშ დოლარის ოდენობის;  

საზაფხულო სკაუტური ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 20 დევნილი ახალგაზრდა.